ჩოჩხათის სკოლის პედაგოგს, დალი კვერენჩხილაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, დალი კვერენჩხილაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

“ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ვულოცავ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭებას. მადლობას ვუხდი იმ გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის, რასაც 44 წლის განმავლობაში ეწევა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ დალის”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

საპატიო ჯილდოს მინიჭება დამსახურებულ პედაგოგს ლანჩხუთის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნინო ჩიტაძემ მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები