საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ელექტროენერგიის პროექტის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა აზერბაიჯანიდან ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების პროექტის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ბაქოში ოთხი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით უნგრეთში სუფთა ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ორი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. მასში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და პლანეტის კლიმატის დაცვას. ეს ერთობლივი ინვესტიცია უნიკალურია, რადგან შავი ზღვის ფსკერით გავუშვებთ მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყალქვეშა ელექტროსადენს, რომლის სიგრძე 1195 კმ. შეადგენს. დღეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შექმნეს სამუშაო ჯგუფი და დაისახეს ამოცანად ამ პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება“, – დაწერა მინისტრმა “ფეისბუქზე”.

მხარეებს შორის შეთანხმება 2022 წლის დეკემბერში შედგა. მისი ღირებულებაა 2,5 მილიონი ევროა და მას მსოფლიო ბანკი დაფარავს.

დოკუმენტი 2023 წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები