გოგი მეშველიანმა, „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნონა პაპაშვილს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მიულოცა

დღეს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის პედაგოგს, საერთაშორისო კონკურსის – Golden time talent მონაწილესა და მოპოვებული ორი საპრიზო ადგილის მფლობელს, ნონა პაპაშვილს „ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით წარმატება მიულოცა და ორგანიზაციის წევრებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ნონას და კვლავ ბევრ წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა პედაგოგები”, – თქვა მეშველიანმა.

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, იამზე სვანიძისა და სკოლის დირექტორის, მზია დანელიას თქმით, ნონა არის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და რაც მთავარია, წარმატებული მასწავლებელი.

ლონდონში ჩატარდა 42-ე სეზონი, სადაც ნონას წარდგენილი ჰქონდა სამი ნამუშევარი და გახდა პირველი და მეორე ადგილის მფლობელი, ნომინაციაში „ხელნაკეთი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები