გაბრიელ სალოსის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაიწვა ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომელიც კორპუსსა და საბავშვო ბაღს შორის მდებარეობს.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ის ცეცხლის გაჩენის დროს სახლში იმყოფებოდა. პირველად დახმარებას დაშავებულს სასწრაფოს ექიმები ადგილზე უწევენ.
მათი თქმით, მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდება.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძროს რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ცეცხლი უკვე ჩამქრალია.