დავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და მიღწეულ შედეგებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.
„შეხვედრის მიმდინარეობისას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ბორჯომის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.