The Manila Times-ი თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს

The Manila Times-ი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ფილიპინების რესპუბლიკაში იმყოფება, ნათქვამია სტატიაში. თორნიკე რიჟვაძე The Manila Times-თან აცხადებს, რომ, საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპის კარიბჭეს და იმედს გამოთქვამს, რომ ფილიპინების რესპუბლიკა იქნება საქართველოს ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან.

“ჩვენ განვიხილავთ ქვეყნების დაკავშირების სხვადასხვა ვარიანტს. ეს შეიძლება იყოს ფრენები, რაც უფრო ეფექტიანი იქნება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა, რაც მისი თქმით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია – ნათქვამია სტატიაში.

„ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს საერთო ეფექტურობის კუთხით და გაგვაჩნია საკმაო რესურსიც, როცა საქმე ეხება შრომას და კვალიფიციურ პერსონალს. გვსურს უფრო მოქნილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ვაწარმოოთ ფილიპინებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. ასევე, გვსურს მოვიწვიოთ ფილიპინელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ The Manila Times – თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები