სამტრედიაში სანიაღვრე არხების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე სანიაღვრე არხების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ლადო ზაქრაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს ქმნიდა. აღნიშნული არხი მუნიციპალიტეტის სანიაღვრე სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. პროექტების დასრულების შემდეგ კი, მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები