ხუნდაძე: ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივა მედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა – შევარდნას სჭირდება გამოვარდნა, რაც მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათმა დახსნის ობიექტმა რეალობა უნდა გაიაზრონ. იცოდნენ, რომ დანაშაულისთვის სასჯელია მოსახდელი და სპეცოპერაცია არ არის ჩასატარებელი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აურზაურია, რასაც თავად ადასტურებენ. წინასაარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი გვთავაზობდა, რომ „ვივა მედში“ შევარდებოდა და სააკაშვილს გამოიხსნიდა. შევარდნას სჭირდება გამოვარდნა. შევარდნისთვის კი იყო მზად, მაგრამ გამოვარდნა მისთვის უპერსპექტივო და კარგად ნაცნობი იყო. ამიტომ, ამ ხაზით აღარ წავიდა და არჩევნების შემდეგ თავისი განცხადება გადათქვა. სამართალს ვერ გაექცევიან, ამიტომ, პარტიამ და მათმა დახსნის ობიექტმა რეალობა უნდა გაიაზრონ. იცოდნენ, რომ დანაშაულისთვის სასჯელია მოსახდელი და სპეცოპერაცია არ არის ჩასატარებელი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და შევარდნა-გამოვარდნა წარმოუდგენელია“, – თქვა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები