არჩილ თალაკვაძე: ევროკომისიის შეფასება საქართველოზე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რეფორმების სწორ გზაზე ვიმყოფებით

ევროკომისიის შეფასება საქართველოზე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რეფორმების სწორ გზაზე ვიმყოფებით, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ევროკომისიის ანგარიშს.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს.

„ევროკომისიის შეფასება საქართველოზე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რეფორმების სწორ გზაზე ვიმყოფებით. ევროინტეგრაცია ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ძლიერი მისწრაფებაა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს და ეს მოხდება“, – წერს თალაკვაძე Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები