ხაბეიშვილი: მელია არის წარსული, არ მაინტერესებს მისი აზრი

ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და მგონი, უნდა გაასწორონ ისრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ პოპულიზმია მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად შევარდნისა და შეჭრის შესახებ განცხადებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები