კობახიძე – დეოლიგარქიზაციის კანონზე: დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ერთად განვიხილოთ თითოეული მოსაზრება

დაველოდოთ დასკვნას და ერთად განვიხილოთ თითოეული მოსაზრება, სად უნდა გავიზიაროთ, ან არ უნდა გავიზიაროთ, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – “მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია?”

„დაველოდოთ დასკვნას და სათითაოდ, ერთად განვიხილოთ თითოეული მოსაზრება, სად უნდა გავიზიაროთ, ან არ უნდა გავიზიაროთ ეს მოსაზრება. ერთად ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები