კობახიძე: 700-კაციან დარბაზში 10 ევროპარლამენტარი ერთმანეთს უზიარებდა შეშფოთებას სააკაშვილზე – არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არანაირი ფასი არ აქვს.

მისი თქმით, ერთმანეთს საკუთარ შეშფოთებას 10 ევროპარლამენტარი უზიარებდა.

“700-კაციან პლენარულ სხდომათა დარბაზში ცნობილი ათი ევროდეპუტატი იჯდა და ერთმანეთს უზიარებდა საკუთარ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ვის ინტერესებს ლობირებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი, ბუნებრივია, მათ განცხადებებს და ერთმანეთთან გამართულ დებატებს არ აქვს”, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები