ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის კრიტერიუმი არის საერთო მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც დადებითად შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ

12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის საერთო მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“12 პუნქტთან არ იყო კავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს 12 პუნქტი დადგენილია უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვასა და უკრაინისთვის. ანუ 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის საერთო მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ.
უკრაინელები და მოლდოველები პირდაპირ საუბრობენ, რომ შეიძლება 2-3 წელი დასჭირდეს მათ მიერ, მათი 12 პუნქტის შესრულებას. ეს 12 პუნქტი არის მეასედი რაც შეფასდა ევროკომისიის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ საერთო მდგომარეობა ძალიან დადებითად შეფასდა, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა, თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს”, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები