ირაკლი კობახიძე: ლობისტური კონტრაქტის მიზანია, სააკაშვილი გათავისუფლდეს, რათა ქვეყანაში აირიოს ვითარება

ლობისტური კონტრაქტის მიზანია, სააკაშვილი გათავისუფლდეს, რომ ქვეყანაში აირიოს ვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რაც შეეხება ლობისტურ კონტრაქტს, სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ შეფუთვა იმ კოორდინაციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამ კოორდინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სააკაშვილის გათავისუფლება, რისთვის? იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაცნაირად აირიოს ვითარება და დაირღვეს მშვიდობა, ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის შესაბამისობაში და თანხვედრაში ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები