ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია

ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის და ასევე,ა რის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა, აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინიც შეიტანენ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირის წევრობა ჰქვია. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს, პოლიტიკური გადაწყვეტილიყოს მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე, აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობის გზაზე. აღნიშნულ ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან ყველა იმ საჯარო მოხელეს გადაუხადა მადლობა, რომელიც სხვადასხვა სექტორულ უწყებაში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები