ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიპარსავს და მუცელს შეწევს, აბსოლუტურად შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამყვანის რეპლიკას, „ხომ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა“.
„აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიკრიჭავს და არ გაიპარსავს, მუცელს შეწევს და მით უმეტეს თუ რეზექცია აქვს გაკეთებული და წონა აქვს დაკლებული, ბევრი გვინახავს…“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, სააკაშვილი „კაპრიზებით“ მოქმედებს და არ ასრულებს ექიმის დანიშნულებას.
„სააკაშვილს კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, ყველამ იცის. ამას არ მალავენ და ამბობენ. საჭმელს არ იღებს იმ რაოდენობით და კალორაჟით, რომელიც უნდა მიიღოს. ოჯახს რომ ეკითხები, რატომ არ მოგაქვს კალორაჟით, გეუბნება, რა ვიცი, ვყიდულობ სადღაც და მომაქვს. ადამიანი არათუ საჭმელს არ იღებს, დანიშნულებას არ იღებს, ექსპერტიზაზე უარს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს, უფრო მეტიც უარს აცხადებს, ნებისმიერ უცხოელ ექიმზე, რომელსაც ჩვენი სისტემა მიიღებს და მიუჩენს, თუნდაც მკურნალობაში და ექსპერტიზის დონეზე. ახლა ეს ადამიანი არის კაპრიზებით. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, არც ოჯახის წევრი, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე. ვერ ყლაპავს საჭმელს, თორემ როგორ არ შეჭამდაო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.