გია ვოლსკი: საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება

საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. უშიშროების საბჭოს არ მიმართეს, ადამიანები არ გამოიყვანეს ზონიდან. შვიდ აგვისტომდე გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთს არ აქვს არავითარი ინტერესი ცხინვალის რეგიონში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები