GWP: 3 თებერვალს ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას წყლის მიწოდება 8 საათით შეუწყდება
3 თებერვალს ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას წყლის მიწოდება 8 საათით შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„3 თებერვალს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 თებერვალს 23:30 საათიდან 4 თებერვლის დილის 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის 1 შესახვევს, ფალიაშვილის, აბაშიძის და ყიფშიძის ქუჩების ნაწილს, რამიშვილს, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილს, მიქელაძის, მუხაძის, დარიალის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და რადიანის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში – ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, იოსელიანის ქ. N5 და ნატახტრის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, -აღნიშნულია განცხადებაში.