პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ.

როგორც კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლის მქონე ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ. ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები