საჩხერეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საჩხერეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები ამჯერად სოფლებში: კალვათა, ქორეთი, ჭორვილა, საირხე გაიმართა.

“სოფელ კალვათაში კენჭისყრაზე შემდეგი საკითხები დადგა: სპორტული მოედნისთვის ადგილის შემოღობვა, მოსაცდელის მოწყობა, სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის მიმდებარედ სავარჯიშო მოწყობილობების (ე.წ. ტრენაჟორების) განთავსება, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სპორტული მოედნისთვის ადგილის შემოღობვა.

სოფელ ქორეთში მოსახლეობის სურვილი იყო გარე განათების გაკეთება, სკოლის მიმდებარედ სკვერის ან ფანჩატურის მოწყობა, სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის გაკეთება და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა სპორტული მოედნის მოწყობა.

სოფელ ჭორვილაში მოსახლეობამ შემდეგი საკითხები დააყენა კენჭისყრაზე: გაიანეს ბაღში სპორტულ სავარჯიშო მოწყობილობების განთავსება, ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა, ბურძენიძეების უბანში გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის განთავსება, გოგატიშვილების უბანში სპორტული მოედნის მოწყობა, საბავშვო ბაღის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გარე განათების გაკეთება.

სოფელ საირხეში მოსახლეობამ ისურვა მცირე სპორტული მოედნის მშენებლობა, სკვერისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა ორივე პროექტის განხორციელება”, – აღნიშნულია ინფორამციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები