რატი იონათამიშვილი: ხაბეიშვილმა ორი განცხადებით დაგვამახსოვრა თავი – ერთი იყო, რომ საკრებულოებიდან და პარლამენტიდან გავქრებითო და მეორე, სააკაშვილი დაპატარავდა 2 სმ-ითო
“ორი დღეა, რაც ლევან ხაბეიშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და ორი განცხადებით დაგვამახსოვრა თავი. ერთი იყო, რომ საკრებულოებიდან და პარლამენტიდან გავქრებითო და მეორე, სააკაშვილი დაპატარავდა 2 სმ-ითო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კლანური დაპირისპირება გრძელდება.
“ამით უკვე ყველაფერი ჩანს ამ პარტიის რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის, რომ გრძელდება კლანური ომი და დაპირისპირება ამ პარტიაში და ფაქტობრივად, დაჩქარების პროცესი დაწყებულია ამ პარტიის გაქრობის. სინამდვილეში, ცხადია, მათ არ უნდათ, რომ დატოვონ არც პარლამენტი, არც საკრებულოები და არცერთი ისეთი პოზიცია, რომელიც არის ანაზღაურებადი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.