ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: თუ იქნება ამ სახის მოთხოვნა და მკურნალობას დათანხმდება რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის სანაცვლოდ, კლინიკა ამაზე თანახმაა
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მთავარია, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა.
„გუშინ გაჟღერებელი ვერსია, რომ თითქოს პაციენტი სასწრაფოდ სარეანიმაციოა, დაინახავდით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ჩვენთვის მთავარია, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს მკურნალობაზე და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არც გუშინ და არც დღეს არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ იქნება ამ სახის მოთხოვნა და მკურნალობას დათანხმდება რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის სანაცვლოდ, კლინიკა ამაზე თანახმაა“, – აცხადებს ჩხაიძე.