სალომე სამადაშვილი – სააკაშვილზე: ის შეგუებულია, რომ შესაძლოა, დაიღუპოს
“მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში მოვინახულე ერთი თვის წინ. არც ექიმი ვარ, არც ფსიქოლოგი, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ამ პირობებში არ გამოსწორდებოდა”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ის შეგუებულია, რომ შესაძლოა, დაიღუპოს.
უარი მისთვის მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებაზე იგივეა, რაც ნელი სიკვდილის განაჩენი.
ყველა – მოსამართლე, ხელისუფლება, პრეზიდენტი, ვისაც დღეს შეუძლია მისი გადარჩენა და ამას არ აკეთებს, ხელს აწერს შესაძლო სასიკვდილო განაჩენს”,- წერს სამადაშვილი.