“ქართველებს 2008 წელს ყველაფერი სწრაფად, სამ დღეში ავუხსენით, უკრაინელებს ასე სწრაფად ვერაფერს აუხსნი” – სიმონიანი (ვიდეო)

კრემლის რუპორის, Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის 5-დღიანი ომი გაიხსენა და პარალელი გაავლო.

სიმონიანი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა “ქართველებს ყველაფერი სწრაფად, სამ დღეში აუხსნა”.

“კარგია, რომ ის ომი ხანმოკლე იყო, სამდღიანი, ყველაფერი სწრაფად ავუხსენით. უკრაინელებს ასე სწრაფად ვერაფერს აუხსნი, როგორც ქართველებს. უკრაინაში ბევრად მეტი გვაქვს დატოვებული ჩვენი, საბჭოთა წარსულიდან. კარგი გვაქვს დატოვებული. ჩვენი ქარხნები, ჩვენი შეიარაღება, ჩვენი ხალხი, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი ქალაქები. ჩვენი წყალობით უკრაინა საქართველოზე უფრო ძლიერია. მაგრამ რა ვქნათ?! ახლა ასეა. გული მტკივა, როდესაც იმ ნანგრევებს ვუყურებ, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ძალიან მალე, ჩვენ ვნახავთ, როგორც თავის დროზე ვიხილეთ ყირიმის ხიდი, რომელიც უსწრაფესად აშენდა, დავინახავთ, ახალ ქალაქებს, რომლებიც “შჩე კრაშჩე” იქნება”, – ამბობს კრემლის პროპაგანდისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები