სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, 29 დევნილსა და ეკომიგრანტს გრანტი გადაეცა
დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულები, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. საქმიანობის გაფართოებისა თუ წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკა, დანადგარები და ინვენტარი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად შეარჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.