წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა გაიმართება
31 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (IV სართული, სხდომათა დარბაზი) წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა გაიმართება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, დასრულდა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეულის გამოცემა. მეცნიერის მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელი იყო, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
სერიის მთავარი რედაქტორია – როინ მეტრეველი; სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 52.