გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე: ბრიტანელმა ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე

ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფსიქიატრმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ დაწერილი დასკვნები ანამნეზში ან სამედიცინო დოკუმენტში გადამოწმებული არ არის.

„ფსიქიატრის საუბარში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ორი მომენტი. ერთი, ფსიქიატრმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის საუბრობდა პაციენტისა და დედისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ძირითადად, აქედან გამომდინარე დაწერა დასკვნა. თუმცა, ასევე თქვა, რომ მე, რომ მითხრეს სიტყვაზე მძიმე მეტალებია, მე დავეყრდენი მათ ნათქვამს და არ გადამიმოწმებია ანამნეზში ან სამედიცინო დოკუმენტში რეალურად, იყო თუ არა ეს დასკვნებიო. იგივე მითხრა, მე, მაგალითად, პაციენტმა რომ მითხრა არ მახსოვსო, მე დავიჯერე, რომ მას არ ახსოვს, სიმულაცია გამოვრიცხე, ამ შემთხვევაშიო“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები