ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ინდმეწარმე ვ. გ. დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინდმეწარმე ვლადიმერ გოგიძემ დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა მან ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს მიაწოდა 8750 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის ნაწილები, რაშიც სანაცვლოდ 3 000 ლარი გამოართვა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები