ლევან დავითაშვილი: ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდება სომხეთსა და საქართველოს შორის – ჩვენ 100-ზე მეტი %-ით გაგვეზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფანი არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მილი – აქ არის შესაძლებლობლების დერეფანი და ნიშნავს, რომ მას გააჩნია სხვადასხვა განშტოება და მათ შორის, სომხეთის მონაწილეობა ეკონომიკურ პროცესში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკაც ამას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდება სომხეთსა და საქართველოს შორის – ჩვენ 100-ზე მეტი %-ით გაგვეზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა. რეექსპორტის ჩათვლით, მილიარდზე მეტია 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის მონაცემით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები