ვახტანგ კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ
საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.
კიკაბიძეს სურვილისამებრ დედისა და ცოლის გვერდით დაკრძალავენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდები ქაშუეთის ეკლესიაში იმართებოდა.
ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.