პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით” ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უძღვებოდა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

სამუშაო შეხვედრაზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებსა და ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ცაგარეიშვილმა თემატური მოკვლევის მიზანსა და არსებული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ ეს საკითხები ახლა არ მოვაგვარეთ და არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ძალიან გაგვიჭირდება ბევრი მიმართულებით ვიყოთ კონკურენტუნარიანი საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნება. აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები