“პატივს იწვევს საქართველოს მთავრობის უნარი შეეწინააღმდეგოს დასავლეთის ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, პატივისცემას იწვევს საქართველოს უნარი, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს, რომ თბილისი ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს.

ამის შესახებ მან 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც, თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეუერთდეს სანქციებს. ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს სიმამაცე თქვას, რომ იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებით და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით – პატივისცემას იწვევს”,- თქვა ლავროვმა.

ამავე პრესკონფერენციაზე მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები