ეკა სეფაშვილი – ხოშტარია-ვაშაძეზე: ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, ამ დროს კი, ერთი რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს, მეორე კი ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

“ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოხატულება”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძის ოჯახს ბინა რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული.

სეფაშვილის თქმით, ფაქტია, რომ რის გამოც კონკრეტული ადამიანები სხვებს ამუნათებენ, თავად ჩუმად, მალულად აკეთებენ.

„მასმედიის სხვადასხვა საშუალებით, ისინი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ამუნათებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, მიუღებელია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რუსული არაფერი არ უნდა მოგვწონდეს და ა. შ. მეორე მხრივ, ერთი [ელენე ხოშტარია], გაურკვეველი დანიშნულებით, რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს და მეორე [გიორგი ვაშაძე] ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს. რა თქმა უნდა, მათ ათასი გამართლება შეიძლება მოუძებნონ თავიანთ საქციელს, მაგრამ ფაქტია, რომ რის გამოც სხვებს ამუნათებენ, თავად ჩუმად, მალულად აკეთებენ და რატომღაც, იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები