გივი მიქანაძე: კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ხაბეიშვილი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას

“კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატზე ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხაბეიშვილი კეზერაშვილ-მერაბიშვილის ნებისმიერ ახირებას უპირობოდ შეასრულებს.

ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირადი ინტერესებით და რეალურად, ის კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფრთის კანდიდატია, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას, ამ ადამიანებსაც უნდოდათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა უპირობო მორჩილება მათ მიმართ. სწორედ ამიტომ მოხდა ხაბეიშვილის შერჩევა, რომელიც მათთვის იდეალური კანდიდატია. ხაბეიშვილი პირველად „სტრატეგია აღმაშენებელში“ გამოჩნდა და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პარტია არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე, თორემ, მას და მის კანდიდატურად პარტიაშიც კი არასერიოზულად აღიქვამდენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები