“იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სულ მალე მოხდება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს დროში აღდგება.

ამის შესახებ მან მოსკოვში 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას”,- თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები