ბაჩო დოლიძე: ლევან ხაბეიშვილი ბინძურ ხრიკებშია გამოყენებული და ვფიქრობ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი

“ლევანთან ჩვენ ყველაზე ნაკლები პრეტენზია გვაქვს. არ ვიცი აცნობიერებს, ვერ აცნობიერებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ის არის, ამ შემთხვევაში, ბინძურ ხრიკებში გამოყენებული და მე ვფიქრობ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატზე ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება შეუძლებელია, რადგან პოლიტიკურ ბრძოლაში მთავარი მოკავშირეები არიან.

“ყველაზე მთავარი პრობლემა, რაზეც ბოლო პერიოდი მე ხაზს ვუსვამდი, არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა. ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული, მან არჩია ის მეთოდები, სამწუხაროდ, რა მეთოდებითაც ჩვენს ოპონენტებს ვებრძვით, ეს არის ფარდის უკან, კულისები და ა.შ. რა მეთოდებსაც იყენებს, ეს მეთოდები არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის. ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება შეუძლებელია. ამდენი წლის განმავლობაში მთავარი მოკავშირეები არიან ამ პოლიტიკურ ბრძოლაში,” – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები