გია ვოლსკი: ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფრობა – ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ

ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფრობა და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მედიასაშუალება “ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ”.

“ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფრობა და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას. ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ. თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა. ვერავინ ვერ შეძლებდა არათუ მედიის რეგისტრირებას, არამედ, რეგისტრირებას კი არა, ამ თემაზე ხმის ამოიღება რომ გაგებედა, წინასწარ უნდა ყოფილიყავი შეკრული ვინმესთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები