გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვინდა ქვეყნის ერთიანობა – ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი

ევროინტეგრაცია ჩვენი კურსია, მაგრამ იქიდან ისეთი სიგნალები უნდა იყოს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს.

„საქართველოში რაც იყო ხელისუფლება, ის საქართველოს არ უდრიდა და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, მოლოდინი და რა თქმა უნდა ასეცაა, რომ ამერიკაშიცაა ის საზოგადოება და ევროპაშიც, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთობას. ვინც დააპირებს, რომ საქართველოში ჩაერიოს უხეშად, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც აქვს დღეს საქართველოს საზოგადოებისგან.

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის რაც იქნება სწორი, ის გვინდა. ნატო არ არის თვითმიზანი და არც ევროკავშირია თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები რაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, ეს არ მოგვერიდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები