„მერაბიშვილი იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში“ – ნიკა მელია

მერაბიშვილი იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მერაბიშვილი 2020 წლის არჩევნებში 10-მდე ადამიანთან კონტაქტობდა, რათა მათ საარჩევნო შტაბი დაეტოვებინათ.

„მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 7 წელი ჰქონდა მას სამარტოო საკანში გატარებული და გულში ჩავიკარი. სახლშიც ვესტუმრე რამდენჯერმე.

2020 წელს არჩევნებზე ვარ გლდანში, გამარჯვების შანსი არსებობს, ისეთი სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოვიდა არჩევნების დღეს. ოფისების გადაწვა და იარაღებით დადგომა მიდის. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში, კონკრეტულ ადამიანებთან. 10-მდე ადამიანთან გადიოდა თურმე კონტაქტზე, დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო. გამომინახეს საერთო წერტილები. ამ ადამიანებს ყური რომ ეგდოთ მერაბიშვილისთვის, ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, მადლობა ამ ადამიანებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები