ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე თუ ვინმე ფიქრობს, არის ფლანგი, რომელიც ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს წარმოადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე თუ ვინმე ფიქრობს, არის ფლანგი, რომელიც წარმოადგენს ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ხარვეზები არის, ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი და იმედს ვიტოვებ, რომ გამოსწორდება. „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე თუ ვინმე ფიქრობს, არის ფლანგი, რომელიც წარმოადგენს ჯერ კიდევ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს. ჩვენი მხრიდან მსგავსზე ფიქრი და საუბარი გამორიცხულია. დაივიწყოს ვინმემ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები