გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს საზოგადოებას სხვა დღის წესრიგი აქვს, ვიდრე აქვს ხაბეიშვილ-მერაბიშვილის ტანდემს
“ხალხის ძალის” გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს საზოგადოებას სხვა დღის წესრიგი აქვს, ვიდრე აქვს ხაბეიშვილ-მერაბიშვილის ტანდემს.
“გასაგებია, რომ მერაბიშვილი აქ პოლიტიკურ პროცესებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და წარმატება წარმოუდგენელია, ამიტომ, ბუნებრივია, მათ რევოლუციებზე ექნებათ სიზმრები. საქართველოს საზოგადოებას სხვა დღის წესრიგი აქვს, ვიდრე აქვს ხაბეიშვილ-მერაბიშვილის ტანდემს. 29-ში ვნახავთ, რომ ვიღაც ცნობს ამ არჩევნებს, ვიღაც არ ცნობს, მერე ერთმანეთს დაერევიან, ვიღაც გაემიჯნება, ვიღაც დაგმობს ამ არჩევნებს, შემდეგ შეიძლება დასჭირდეთ საერთო შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.