გიორგი ვოლსკი – ხაბეიშვილზე: რა ინტელექტუალური “ბაგაჟის” მატარებელია?! რა სულელურ განცხადებებს აკეთებს ან როგორ იქცევა

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია.

“არის კონცენტრირებული ერთი პრიმიტიული ფორმულის გარშემო, ეს არის დესტაბილიზაცია მოახდინონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. თვითონ რომ წარმოადგენს ვიღაცის მარიონეტს, რა ინტელექტუალური “ბაგაჟის” მატარებელია?! რა სულელურ განცხადებებს და კომენტარებს აკეთებს ან როგორ იქცევა – ეს უკვე წინაპირობას ქმნის იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვაც კი არ უნდა დაისვას, თუ, რასაკვირველია, არ გინდათ იუმორისტული სიუჟეტი ჩამოაყალიბოთ,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები