ეკა სეფაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: არეულობა მიმდინარეობს იმ ბინძური მეთოდებით, როგორითაც ისინი ცნობილები არიან

“ეს არეულობა მიმდინარეობს იმ ბინძური მეთოდებით, როგორითაც ისინი ცნობილები არიან და რომელსაც საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დასუსტდა და ეს საქართველოსთვის კარგია.

“ეს თავისი მეთოდები, შიდაპარტიულ დაპირისპირებას ხმარდება და რომელი ლიდერი გაიმარჯვებს და რა იქნება, ეს ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, რომ ეს პარტია დასუსტდა და ეს არის საქართველოსთვის კარგი.  ეს ნიშნავს ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებას”, – აცხადებს სეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები