ლევან ხაბეიშვილი: ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია

“არ ვიცი, თუ რამე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ – ჩემი აზრით, ანეკდოტია, მაგრამ დანარჩენი გიორგის ჰკითხეთ. მე გიორგისთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს“, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, აქვს თუ არა მას ინფორმაცია მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე, რაზეც გიორგი რურუამ განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილი თუ ჩადის სადმე და ვინმეს ამობილიზებს იმისთვის, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, ამაზე შიშები აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეს. როდესაც ვლაპარაკობთ რამეს ფარულობაზე, არ ვიცი, ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები