„ჩვენ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ამ წელსაც ძალიან კარგი წელი გვექნება, ჩემი გათვლებით, მინიმუმ 8,5 %, თუ არა 10 %“ – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძემ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანას წელსაც, შეიძლება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.
„მოგეხსენებათ, რომ დეკემბრის თვეში ექსპორტის ზრდის წლიურმა მაჩვენებლმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია, გასული წლის პერიოდთან შედარებით არა მხოლოდ 32,5 %-ით გაიზრდა, არამედ თანხობრივადაც რეკორდულია – 556 მილიონი აშშ დოლარი. ექსპორტი ჩვენი ეკონომიკის აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ 2023 წელსაც ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება. მე წინასწარი პროგნოზები არ მიყვარს ხოლმე , თუმცა, ხანდახან ამ პროგნოზებსაც ვაკეთებთ და ის ყოველთვის თითქმის თანხვედრია იმ მაჩვენებლისა, რომელიც დგება. ზოგადად, ექსპორტის ეს მაჩვენებლი ასევე აჩვენებს იმას, რომ თუნდაც „სავალუტო ფონდის“ ბოლო დაკორექტირებული პროგნოზი რეალურია, ისევე როგორც მთავრობის პროგნოზი, რომ ჩვენ გასულ 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. სავარუადოდ, საუბარია 10 %-იან ზღვარზე. შეიძლება, 10, 2 %-იც კი იყოს. არათუ ექსპროტია სარეკოროდოდ გაზრდილი, არამედ ანალოგიური პროცენტით საგარეო სავაჭრო ბრუნვა თანხობრივადაც გაზრდილია. ესეც ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მათ შორის იმპორტი უნდა აღვნიშნო, რაც გაზრდილ მოხმარებაზეც მიუთითებს. როცა იმპორტზეა საუბარი რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ იმპორტი ცალსახად სასურსათო იმპორტია. ბუნებრივია, ჩვენ საერთაშორისო ბაზრებიდან გარკვეული პროდუქციის შემოტანა გვიწევს, რაც ქვეყნიდან ვალუტის გადინებას ახდენს. მაგრამ, იმპორტში ასევე ისეთი მნიშვნელოვანი სასოქონლო ჯგუფების პოზიციები შედის, როგორიც სპეცტექნიკის იმპორტი. აქ იგულისხმება კომპიუტერული ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და ა.შ.
რას ნიშნავს, როცა იმპორტი , მათ შორის სპეცტექნიკის ხარჯზე იზრდება – ბიზენსს ეს წარმოების გასაფართოებლად სჭირდება. ესეც მაღალ ზრდაზე აისახება, გარკვეული ინდიკატორია: კომპანიებს თავის საქმიანობის გასაფართოებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი პროდუქციის საწარმოებლად ახალი ტექნოლოგიები სჭრიდება. სპეცტექნიკის იმპორტიც ზუსტად ამაზე მიანიშნებს.
ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ შარშან, წლის დასაწყისში „სავალუტო ფონდმა“ და „მსოფლიო ბანკმა“ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-დან 4 %-მდე შეაფასეს, თუმცა, შემდეგ ვნახეთ, რომ ამ ორგანიზაციებმა წლის განმავლობაში პროგნოზი რამდენჯერმე შეცვალეს. ბოლოს გითხარით, რომ „სავალუტო ფონდმა“ წლის ბოლოსთვის 10 %-იანი ზრდა აჩვენა. „მსოფლიო ბანკმაც“ დაადასტურა, რომ ჩვენ 10 %-იანი ზრდა გვექნება. ამით რისი თქმა მსურს: წლის დასაწყისში მაინც შედარებით კონსერვატორული პროგნოზებია, რომელიც გლობალური ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს ეყრდნობა. როცა საუბარია თუნდაც იმაზე, რომ შარშანდელთან შედარებით „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზი მცირედითაა შემცირებული, 4-დან 3, 8 %- მდეა ზრდის მაჩვენებლი (საშუალო წლიურს ვგულისხმობ), ეს ეყრდნობა იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკაში, ცალკეულ ქვეყნებში კვლავ რეცესიული პროცესები იქნება. ვგულისხმობ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილსაც, ასევე აშშ -ს ეკონომიკასაც. ეს, ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან და გარკვეულწილად მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთანაა დაკავშირებული, რომელიც ბოლო 2 წელია უკვე, ფაქტობრივად, ინერციით გრძელდება. ამიტომ, ასეთი პროგნოზი სიახლე არაა.
ჩემი შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი იყო დეკემბერში ექსპორტის ზრდის დინამიკა და ეს სარეკორდო იყო, ჩვენ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ამ წელსაც ძალიან კარგი წელი გვექნება: ჩემი გათვლებით, მინიმუმ 8,5 %, თუ არა 10 %. წელსაც, შეიძლება, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
მანვე ის ფაქტორები განმარტა, რამაც, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე ზეგავლენა მოახდინოს.
„ეკონომიკა სწრაფი ზრდის ციკლში რომ მუშაობს, ამ დროს რამდენიმე მაჩვენებელზე შეიძლება, ხაზგასმა გავაკეთოთ. იგივე წლიური ექსპორტი უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის პერიოდში იყო, 47 %-ითაა გაზრდილი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 2019 წელი მაგალითად როგორც წინაკრიზისული პერიოდი მოვიყვანე, რომელსც გლობალური ბაზრების რეცესია მოჰყვა, მათ შორის ჩვენ 2020 წელში კოვიდპანდემიური შოკის შედეგად ვარდნა გვქონდა. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც შეიძლება, ამ წლის მაღალ მაჩვენებლზე ზეგავლენა იქონიოს: მაღალი ზრდის პირობებში შემცირებულია უმუშევრობაც, ისტორიულ მინიმუმზეა – 15 %-ზე, 4 %-მდეა შემცირებული. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – არათუ უმუშევრობაა შემცირებული, დასაქმებაა გაზრდილი, მათ შორის სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა გაზრდილი. იზრდება , თუ არა მოთხოვნა სამუშაო ძალაზე – ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებლი ესეც არის.
რაც შეეხება ასევე სხვა საინტერესო ინდიკატორებს: მალე 2023 -2028 წლების „სავალუტო ფონდის“ პროგნოზი იქნება , სადაც ნაჩვენები იქნება, რომ საქართველოს რეგიონსა და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა აქვს. აქ ხაზგასმას ვაკეთებ: მართალია, რომ ამ წელს საქართველოს გარდა, ორნიშნა ზრდაა სომხეთში , მოლდოვაში, ირლანდიაში. მაგრამ, თუ ირლანდიას არ ჩავთვლით, ბოლო 2 წელია ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებლი მხოლოდ ჩვენ გვქონდა. 2023-2028 წლების პროგნოზში ჩვენ, ალბათ, ეკონომიკა გაგვიორმაგდება. ეს, პირველ რიგში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლზე აისახება. 2021 -ში, მოგეხსენებათ, 5 200 დოლარი იყო, დღეს უკვე 6 700 დოლარია. 2024 წელს ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე უკვე 10 000 დოლარი შემოსავალი გვექნება, ანუ ეს მაჩვენებლი, ფაქტობრივად, გაორმაგდება. ეს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიმანიშნებელია. უკვე 2028 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით 12 000 აშშ დოლარს ავცდებით. გაორმაგებული ეკონომიკა გაორმაგებული შემოსავლებია, ეს გაორმაგებული დასაქმებაა. გაზრდილი ეკონომიკა ხელფასების საშუალო მაჩვენებელსაც გაზრდის“ – განაცხადა ცუცქირიძემ.