“მდგომარეობა მძიმეა” – გელათის ტაძრის წინამძღვარი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც ექიმები განმარტავენ, მას სხეულის 44% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კელიაში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. მამა იოსები ვარაუდობდა, რომ შენობაში ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლმოკიდებულ შენობაში მის გადასარჩენად შევიდა, რა დროსაც დამწვრობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები