უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, რუსი ოკუპანტების მიერ საზენიტო-სარაკეტო სისტემებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა – ოთხი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათგან ორი ბავშვია – 9 და 15 წლის“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, აგრესორის სამიზნე კიდევ ერთხელ იყო ზაპოროჟიეს მშვიდობიანი მოსახლეობა: რაკეტის დარტყმა მაღალსართულიანი შენობიდან ორ მეტრში დაფიქსირდა.