გიორგი კახიანი: New York Times-ის სტატია არის შეკვეთილი – არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება

“ეს სტატია არის შეკვეთილი და მიზნად ისახავს სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ ქვეყნის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო არენაზე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი New York Times-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.

„ეს სტატია არის სრულიად უსაფუძვლო და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. მსგავსი შეფასებები ადრეც შეიძლებოდა გაგვეგო, თითქოს საქართველოს გავლით შესაძლებელია სანქცირებული ტვირთების გატანა. მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს. ეს ჟურნალისტი გვახსოვს შეკვეთილი სტატიით, რომელიც მან ადრე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დაწერა. მას დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაღებული სურათებიც აქვს გასაჯაროებული“, – განაცხადა კახიანმა.

New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები