გურამ მაჭარაშვილი – “New York Times”-ის სტატიაზე: ეს განცხადება არაფრისმთქმელია – საზოგადოება ხედავს, სანქციებს თავს ვინ არიდებს და ვინ – არა
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
„ეს განცხადება არაფრისმთქმელია – საზოგადოება ხედავს, სანქციებიდან თავს ვინ არიდებს და ვინ – არა. თეთრმა სახლმაც გააკეთა კომენტარი, რომ საქართველოს ფინანსური უწყებები ზედმიწევნით ასრულებენ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სანქციებს. ამავდროულად, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელისუფლებამ ითხოვა, რომ ბელარუსზე სანქციები არ გავრცელებულიყო. ასეთი სუბიექტური დამოკიდებულებები როცა არსებობს, მსგავს განცხადებებს არაფრის ფასი აღარ აქვს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.