გურამ მაჭარაშვილი: ჯერ კიდევ არის რისკი და არ გაჩერებულა იმ გეგმის აღსრულება, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტთან დაკავშირებით არის

მართალია, აღარ არის ისეთ რისკი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გაჩერებულა იმ გეგმის აღსრულება, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტთან დაკავშირებით არის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, რომ დღეს საქართველომ ხელი მოაწერა ასეთ ეპოქალურ პროექტს ელექტროკაბელთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ევროკავშირშიც დაინახეს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწევები აქვს და ეს არ მოხდებოდა, რომ არა ის პროცესები, რაც ბოლო თვეებში საქართველოში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებაში ჩვენ „ხალხის ძალამ“ შევიტანეთ სწორი ინფორმაცია და საზოგადოებასაც ჰქონდა სწორი რეაქციები სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ასეთ პროექტში იმ ქვეყანას, სადაც ოდნავ მაინც არის ომისა და არეულობის რისკი, ხელს არავინ მოაწერინებდა. სწორედ ეს არის შედეგი, ამ პროექტის სახით იმ პოლიტიკის, რაც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა გავატარეთ. მართალია, აღარ არის ისეთი რისკი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გაჩერებულა იმ გეგმის აღსრულება, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტთან დაკავშირებით არის.

ამერიკაშიც არის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ აქ მეორე ფრონტი იყოს, მაგრამ არის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ჩვენ შორის პარტნიორული ურთიერთობა იყოს და ასევეა ევროპაში. თავად ევროკავშირის სტრუქტურებშიც კი განსხვავებული პოზიციებია საქართველოსთან მიმართებით. საბედნიეროდ, ამერიკაშიც და ევროკავშირშიც არსებობენ ის ქვეყნები, სტრუქტურები და თანამდებობის პირები, ვისაც სურთ რომ მშვიდობიანად, ასეთი დიდი პროექტებით საქართველო გახდეს ერთი მხრივ შეერთებული შტატების პარტნიორი და მეორე მხრივ ევროკავშირის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობენ ის ძალებიც, რომლებსაც სულ არ ადარდებთ ეს პროექტი განხორციელდება თუ არა, მათი ინტერესი იმაზე გადის, რომ მეორე ფრონტი იყოს საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები